თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ - თალაკვაძე
პოლიტიკა - 14:21, 10 Nov, 2020     644

ვწუხვარ, რომ ცესკო-სთან დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე მოქალაქეები დაშავდა. ეს იყო პირველ რიგში, იმ უპასუხისმგებლო ლიდერების ბრალი, რომლებმაც ეს ხალხი წააქეზეს, რომ მისულიყვნენ ცესკო-სთან, შემდეგ იქ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფის ხელით, ქვების და რკინის ნაჭრების გამოყენებით შეტევა განახორციელეს პოლიციის კორდონზე რაც დღეს აღიარეს პირდაპირ ეთერში",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2"- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, გუშინ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა.

„ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, გუშინ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა. ეს ის ხალხია, რომლებიც ადრეც არიან შემჩნეული ძალადობრივ ქმედებაში და პასუხისგებაშიც იყვნენ მიცემული ამის გამო. ჩვენ გვსურს საზოგადოების გაერთიანება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების შედეგების პატივისცემით და აღიარებით - მათ სურთ, საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება და ამას აკეთებენ მათ შორის, არჩევნების შედეგებზე თავდასხმით. დღეს ეთერებში ამბობდნენ ლოზუნგებს, რომ საქმის გაკეთება გვინდაო - თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„გაქვთ პასუხი კითხვაზე, ცესკო-სთან რატომ წავიდნენ და ქვები რატომ ჰქონდათ მომარაგებული? ეს იყო მორიგი თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიუყლ ინსტიტუტებზე, საარცევნო ადმინისტრაციაზე, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევნების შედეგებს. ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ იყო ბიულეტენების განადგურება. ღამე მოხდა ეს ყველაფერი და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს რადიკალური ოპოზიცია გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს, არჩევნები აღარ არსებობს და უნდა ჩატარდეს თავიდან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცველთა ქმედებას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერი საფრთხე იქმნება, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს ასევე მყისიერად. შემდგომ ეპიზოდებში, თქვენ ასევე ნახეთ, რომ როდესაც მყისიერი საფრთხე განეიტრალდა, გაფრთხილებებიც ისმოდა და ეს იყო გაკეთებული ზუსტად ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42