პოლიციამ აიღო პრემია იმისთვის, რომ ისინი პირადად, წყლის ჭავლით უსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს - ნადირაშვილი
პოლიტიკა - 12:57, 10 Nov, 2020     642

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე პრემიების გაცემას ეხმაურება.

ნადირაშილის თქმით, პოლიციამ პრემია აიღო იმისთვის, რომ წყლის ჭავლით გაუსწორდნენ ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს და კრიმინალთან ერთად ჩაატარეს არჩევნები.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიცია გადაიქცა ინსტიტუტად, რომელიც ემსახურება არა საზოგადოების უსაფრთხოებას, არამედ ასრულებს დიქტატორის დავალებებს.

„როცა ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკა, რომელიც მიდის მუდმივად უკან და ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურება, მათ ეკონომიკა ჩამოაქციეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და პანდემია გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ასეთ დროს, როდესაც სახელმწიფო მოხელეები იღებენ პრემიებს, ეს არის ამორალური საქციელი პირველ რიგში.

ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი, რომელსაც დღეში 3-4 ლარის დახარჯვა შეუძლიათ მხოლოდ ოჯახის გამოსაკვებად და ამ დროს გვყავს ჩინოვნიკები, რომლებიც მილიონობით პრემიებს ინაწილებენ.

ამ შემთხვევაშიც კი, პოლიციელებს რომ აეღოთ პრემიები იმისთვის, რომ მათ აღკვეთეს კრიმინალი, იმისთვის, რომ მაგალითად მათ დაიჭირეს ესებუა, რომელიც ბანკში შევარდა და წაიღო ნახევარი მილიონი, კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ პოლიციელები, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ, იღებდნენ პრემიებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

პირიქით, პოლიციამ აიღო პრემია იმისთვის, რომ ისინი პირადად, წყლის ჭავლით უსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს, იმისთვის, რომ კრიმინალთან ერთად ატარებენ არჩევნებს, ეს არის კატასტროფა, ეს არის ინსტიტუტების ჩამოშლა და პირდაპირი წაქეზება, რომ თუ წყლის ჭავლითა და ხელკეტებით გაუსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს, პოლიციელები იცხოვრებენ კარგად, თუ არა და ისინი იცხოვრებენ პრემიების და ხელფასების გარეშე.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42