აქციის მიმდინარეობისას ძირითადად დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისკენ მიმართული რეგულაციების ნაწილი - DRI
პოლიტიკა - 12:04, 10 Nov, 2020     666

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2020 წლის სექტემბრიდან აკვირდება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო აქციებს და ავრცელებს 8 ნოემრის აქციაზე დაკვირვების ოქმს. მათი დაკვირვებით, აქციის მიმდინარეობისას ძირითადად დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისკენ მიმართული რეგულაციების ნაწილი.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2020 წლის სექტემბრიდან აკვირდება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო აქციებს. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ორგანიზაციის მონიტორები ასევე აკვირდებიან, რამდენად იცავენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები Covid-19-ით ინფიცირების პრევენციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

2020 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეკრებას ორგანიზაციის ორი მონიტორი აკვირდებოდა, რომლებმაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილთან ერთად, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა შეკრება დღის 2 საათიდან დაიწყეს. 3 საათისთვის შეკრების მონაწილეებმა დაიკავეს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია, თბილისის კლასიკური გიმნაზიის სკვერის ჩათვლით. ორგანიზაციის დამკვირვებელთა შეფასებით, აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. თავდაპირველად შეკრება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

აქციის მიმდინარეობისას ძირითადად დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისკენ მიმართული რეგულაციების ნაწილი. მომიტინგეთა აბსოლუტური უმრავლესობა ატარებდა პირბადეს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არასწორად. ორგანიზატორები რეგულარულად მოუწოდებდნენ მონაწილეებს პირბადეების გამოყენების აუცილებლობისკენ, მისი სწორი ფორმით ტარების მნიშვნელობასა და დისტანციის შეძლებისდაგვარად დაცვისაკენ. თუმცა, დემონსტრანტთა რაოდენობიდან გამომდინარე, დისტანციის დაცვა ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნები იყო ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა. მათ შესასრულებლად, ოპოზიციამ ხელისუფლებას ფორმალურად საღამოს 8 საათამდე განუსაზღვრა დრო. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხელისუფლება არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას მოწოდებით, აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობისაკენ გაემართნენ; უმეტესობა ფეხით, მცირე ნაწილი კი ავტომობილებით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს 9:20 საათისთვის მივიდნენ. ამ დროისთვის პოლიციას უკვე გამოყენებული ჰქონდა წყლის ჭავლი ცესკოს წინ შეკრებილი დაახლოებით 250 ადამიანის წინააღმდეგ. როგორც დემონსტრანტებმა ჩვენს დამკვირვებლებს განუცხადეს, ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეთა უმრავლესობის მოსვლამდე, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა, რასაც აქციის მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მოყვა. დემონსტრანტებმა წყლის ჭავლის საპასუხოდ, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლის დაკვირვების ოქმიდან ირკვევა, რომ ერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილემ სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

სიტუაცია, მხოლოდ ადგილზე ოპოზიციის ლიდერებისა და მონაწილეთა ძირითადი ნაწილის მისვლის შემდეგ განიმუხტა. აქცია 22:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდში შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ცესკოს წინ დაახლოებით 5 000 ადამიანი იყო შეკრებილი. ვითარებას დაახლოებით 300 საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი არეგულირებდა.

მას შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი) გამოყენება შეფასდა, როგორც არაპროპორციული და უკანონო ღონისძიება, პოლიციამ აუდიო გაფრთხილება დაიწყო და აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდებდა; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იუწყებოდა, რომ გაატარებდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. გაფრთხილების მიუხედავად, მონაწილეებს შეკრების ადგილი არ დაუტოვებიათ. დაახლოებით 00:30 საათზე, დემონსტრანტების პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებთან მჭიდრო სიახლოვისა და პოლიციის მიმართ გამოხატული აგრესიის გამო, პოლიციამ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი, რამაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმები ე.წ. რობოკოპები დაიძრნენ ხალხის მიმართულებით. შედეგად, მონაწილეთა უმრავლესობამ ავტობანის მიმართულებით გადაინაცვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ და 9 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე, საქართველოს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს. ამ მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორია დატოვა"- ვკითლობთ განცახდებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42