“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააჯარიმა.
როგორც დეკანოიძე ამბობს, მას მას არ დაურღვევია არანაირი წესი და ეს არაკონსტიტუციურია.
„რა კანონით მაჯარიმებენ, კანონსაც ვერ მითითებენ. თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის წესი დავარღვიე. არავითარი კარანტინის და თვითიზოლაციის წესი არ დამირღვევია. არც კოვიდი მაქვს. წავედი, თბილად ჩავიცვი და უკან მოვდივარ. ამიტომ, ეს არის უკანონო დადგენილება. ჯარიმა კი გამოწერეს, მაგრამ წარმოუდგენელია, აბსურდში ვცხოვრობთ. ეს არაკონსტიტუციურია, რაზეც ვლაპარაკობთ. 9 ეკიპაჟი მოვიდა იმისთვის, რომ გავეჩერებინე. მე არ ვაპირებ ამათ წესებს დავემორჩილო, თვითიზოლაცია და კარანტინი არ დამირღვევია. ვერ შემიზღუდავენ გადაადგილების უფლებას“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ადგილზე მყოფმა სამართალდამცავმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი 42-ე მუხლის მეათე ნაწილით დააჯარიმეს, რაც 2 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






