"რუსთაველზე ისტორია იწერება, დიახ, ახალი საქართველო იწრთობა" - ნიკა მალიას სიტყვა აქციაზე
პოლიტიკა - 20:49, 09 Nov, 2020     1038
ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მან აქციის მონაწილეები გაამხნევა და აღნიშნა, რომ მთავარი ბრძოლა წინ არის და სწორედ აქ, რუსთაველზე იწერება საქართველოს ისტორია და ახალი საქართველო იწრთობა.

"ის, რაც დღეს ხდება არის ლოგიკური გაგრძელება, იმისა რასაც საფუძველი ჩაუყარა ამ რეჟიმმა 31-ოქტომბერს. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება გამარჯვებით. ეს ბრძოლა არ არის ერთ დღიანი და ორდღიანი. ეს არამხოლოდ პოლიტიკურ საზოგადოებრივი ბრძოლაა, არამედ ნერვების ბრძოლაა, ნერვების ომია, სადაც გამჭრიახობაც გვმართებს და ჭკუით გადადგმული ნაბიჯებიც გვმართებს. დღესაც ასე არის...გუშინ რაც იკადრრა ხელისუფლებამ ისაა რაც მას შემორჩა: ძალადობა, ძალადობა და ძალადობა, მაგრამ ამ ძალადობის არავის რომ არ ეშინია თქვენ ხართ დღევანდელი ქართველი ხალხი დასტური ამისა. შეუძლებელია უკან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ქართველ ერს უკან ვერავინ დაახევინებს. რას არ აკეთებენ, რას არ იგონებენ, რა შეზღუდვებს არ აწესებენ, რა ბერკეტებს არ იყენებენ.

გული მოგიკვდებოდათ გუშინ როდესაც ვუყურებდი იმ რობოკოპებს , სპეცნაზელებს, რომელთა დიდი ნაწილი, დარწმუნებით შემიძლი გითხრათ, იდგნენ და იქ დგომა უბრალოდ არ უნდოდათ, მაგრამ უწევთ. თუ ვინმე გასათავისუფლებელია ოლიგარქის ტყვეობიდან, აი ის ხალხია, ვინც დღეს ძალოვან უწყებებში მუშაობენ. ის ხალხი, თქვენ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ტყვეობიდან. ტყვეობაში არიან ხალხნო, ვერავინ დამაჯერებს, რომ მშობლებს სიამოვნებთ, რომ ისინი ხალხს უპირისპირდებიან საკუთარი, პირად მცველებად გააქცია, სამართალდამცველები სამართალდამრღვევებად გადააქცია.
უამრავი კითხვა იბადება ხომ არ ვჩერდებით, ხომ ვაგრძელებთ, ძალიან ცოტა ადამიანი კითხულობს ამას იმიტომ, რომ შემართება მუხტი, სულისკვეთება იმდენად ნათელია, არავინ აპირებს უკან დახევას. რაც არ უნდა გამოვიდეს, სიცილა არ მყოფნის, გამოდის კობახიძე, კალაძე იმ პოლიტიკოსს დავაკავებთ მელია დასაჭერია, მელია კრიმინალია, პატივია ხალხნო, ივანიშვილო, თქვენ რომ მე მთვლით თქვენ მოწინააღმდეგედ, ე.ი სწორ გზაზე ვდგავარ, ე.ი ზუსტად იქ გებრძვით, რისიც გეშინიათ, იმას ამდენი ხანი ვერ მიხვდით, რომ თქვენი ციხის, თქვენი სასჯელის არავის ეშინია. ბრძლა არ შენელდება. უამრავი საპროტესტო აქცია გაიმართება სხვადასხვა წერტილში, მაგრამ რუსთაველი გამზირზე ჩვენ, ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ დაინახოს, კობახიე-ივანიშვილი იძახის 7ათასს და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი, ამიტომ ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს 3 საათზე და გადაივსება. ყველა ვიბრძოლებთ. მმოთმინებით უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას. რომ დაგვხოცოთ, რომ გაგვანადგუროთ სხვა გამოვა. მე დამიჭერ? მე გამანადგურებ? მამაჩემი გამოვა, დედჩემი გამოვა, ყველანი დავდგებით აქ. ისტორიას ვწერთ, აქ ისტორია იწერება, დიახა ახალი საქარტველო იწრთობა.დღევანდელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რა მინდა გულახდილათ გთხოვოთ, აქ არის ბევრი ახალგაზრდა, ვინც აპირებს რუსთაველზე დარჩენა და პროტესტის გაგრძელება. სწორად გამიგეთ დიდ პატივს გცემთ გვინდა, რომ ენერგია შემოგანახინოდ და იყოთ მხნედ, ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ რომ დარჩეთ. მე აქ დავრჩები , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენც დარჩეთ. ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ არ მივატოვეთ. მოცემულობა ისეთი შექმნა ამ რეჟომმა, რომ გონივრულად უნდა ვიბრძოლოთ...ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ, ზოიერთი ისეთ სპირალშია შემძვრალი, საიდანაც გამარჯვებული ვეღარავინ გამოვა, გამორიცხულია. ჩვენ უკვე ვართ გამარჯვებულები. ეს დროის საკითხია. ადამიანი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ გუშინ რუსთაველზე 7 ათასი ადამიანი იდგა დამთავრდა. წერტილი. ეს ხელისუფლება არის უზნეო ხელისუფლება. არ არსებობს საქციელი, რასაც იგი არ ჩაიდენს. ვენი ამოცანაა რეჟიმი დავამარცხოთ. ეს ქვეყანა ხალხის განკარგულებაში გადმოვიდეს. რუსთაველის გამზირზე გამოსული და დამარცხებული ხალხი ვინმემ მითხრა და ბოდიშს მოვუხდი, არ არსებობს ხალხო ეს. ეს დაპირისპირება მართალსა და მტყუანს შორის მართალის გამარჯვებით მთავრდება. ერთ რამეს შეგპირდებით, როგორც გითხარით ყველანნი ერთ ჭაპანს ვწევთ, მაგრამ ყველა განსხვავებული პასუხისმგებლობები გვაქვს. იყავით მშვიდად, როგორც არ უნა იმოქმედოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ლიდერები დიდ ზიანს მივაყენებთ ხელისუფლებას. მთავარ დარტყმას ავიღებ მე. მე მჯერა, რუსთაველის გამზირი მეტი ხალხით იქნება წარმოდგენილი. გიფრთხილდებით. მინდა, რიმ შაბათს ბევრნი იყოთ, ლაღები და ჯანმრთელები იყოთ.
რაც შეეხება მეორე ტურები, სავარაუდოდ 21 ნოემბერს იქნება, გირჩს აქვ ს ეს იდეა, მაშინ, როცა მთელი ქართული ოცნება ადმინისტრახიული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვში ჩავდგეთ და ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ და ძალდატანებით საჯარო მოხელეს მიერეკებიან არჩევნებზე. იმაზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ვიდრე მიომსვლელი იქნება არჩევნებზე. ეს ჭკუით გამარჯვება იქნება უზნეო ხელისუფლებაზე. რაც უფრო მძიმეა ბრძოლა მით უფრო დიდებულია გამარჯვება." - განაცხადა ნიკა მელიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42