შაბათს, 15:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართება - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, ბრძოლა არ შენელდება.
"ბრძოლა არ შენელდება, უამრავი საპროტესტო აქცია დაემატება სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად, მაგრამ მე მგონია, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ კობახიძე-ივანიშვილი იძახის 7 000 და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი, ამიტომ მგონია, რომ აი, ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე, გადაივსება და ამით სხვა სტიმული მიეცემა ჩვენს ბრძოლას, მაგრამ შაბათამდე ჩემი ჩათვლით, მეგობრების ჩათვლით, ყველა ვიბრძოლებთ ყველა კუთხე-კუნჭულში, მოთმინებით უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






