აქცია-პერფორმანსი ქუთაისში - სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა 8 ნოემბერს ცესოსთან აქციის დარბევა გაპროტესტეს.
მონაწილეები აქციაზე ქოლგებით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენბული, რაც დაუშვებელია.
"სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები"- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






