რუსთაველის გამზურზე ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს - საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ მიმართა.
ოპოზციის ლიდერის თქმით, ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ გაერთიანებაში ბზარს შეიტანს, თუმცა ეს გამორიცხულია. დეკანოიძე ამბობს, რომ ოლიგარქს დათმობაზე წასვლა მუუწევს:
"მინდა, ხელისუფლებას მივმართო - შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, შეეშვით რეზინის ტყვიებს, გაზს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდაობა არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერც ერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როცა შენი მოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინაამდეგ მიდიხარ. ნუ ეგონება ივანიშვილს, რომ ის დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც გარკვეულ ბზარს შეიტანს ჩვენში, ან დაგვემუქრება, ან დაგვყოფს, არა, იმიტომ, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და არ ვაპირებთ, რომ ეს სამშობლო დავუთმოთ ივანიშვილს.
ივანიშვილს დათმობაზე წასვლა მოუწევს და საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.
"ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა, ისევე, როგორს ეს გააკეთა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში და აქ, აი, ამ მოედანზე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ამაყად, ერთად ყოფნით, ბევრი სირთულით, მაგრამ ეს იქნება ღირსეული გამარჯვება", - აღნიშნა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






