ქუჩაში დგომა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ვდგავართ ქუჩაში ,კონსტიტუციური ბრძოლა არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვრჩა - ელისაშვილი
პოლიტიკა - 16:28, 09 Nov, 2020     834

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები არის ერთადერთი იარაღი, რაც დარჩა ხმების და უფლებების დასაცავად.

ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში მან თქვა:

"ქუჩაში დგომა და კონსტიტუციური ბრძოლა არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვრჩა. არჩევნები არის სამართლებრივი ამბავი - ხალხი მიდის და ხმას აძლევს რომელიმე პარტიას. ესენი ადგნენ და რაც არ აწყობდათ, ყველაფერი გადაყარეს და თქვეს, რომ ეს ასე კი არა, ისე იქნება. ანუ არჩევნებს შინაარსი გამოაცალეს. ამის შემდეგ, ძალიან მშვიდად წყნარად, როგორც კანონის პატივისმცემელი ხალხი, წავედით საოლქო საარჩევნო კომისიაში. ერთი უბნის გარდა საბურთალოზე არ გადათვალეს. იმ ერთ უბანზეც აღმოჩნდა, რომ 2 ხმა რომ მეწერა, 42 ხმა მქონია, ამის შემდეგ დახურეს და არ გადათვალეს. ამის მერე წავედით სასამართლოში, სადაც ზის ლევან მურუსიძე. რა სამართალი უნდა ვიპოვოთ ლევან მურუსიძესთან. რაღა გვრჩება? ვინმემ ამიხსნას, რა სამართლებრივი ინსტანცია და გზა არის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ სამართალი ვიპოვოთ და არ ვიყენებთ? ქურდებთან საქმის გასარჩევად არ წავალ და რა გავაკეთო ახლა? ქუჩაში დგომა არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ვდგავართ ქუჩაში". - თქვა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების მითითებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა რამდენიმე რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი და პოლიციელი.

შეგახსნებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები იმდენად მასშტაბური იყო, რომ გავლენას მოახდენდა მის შედეგებზე.

აქვე, იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. ოპოზიცია და მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42