"ოცნების" მინიშნება - ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების დაკავებას იწყებს?
პოლიტიკა - 15:41, 09 Nov, 2020     1469
საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მკაფიო ძალადობის ფაქტები მისდევს ფონად, რომელიც სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ არა ერთხელ განახორციელა - პოლიტიკური ნიშნით დაკავებები, მუქარა, დაშინება, მომიტინგების დარბევა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის სურვილით პერმანენტულ აქციებს მართავენ... ამის საპასუხოდ კი "ოცნების" ლიდერები ურცხვად იშვერენ სხვისკენ ხელს და მუქარის ტონით აცხადენე, რომ ყველა, ვინც ამ ძალადობრივ ფაქტებში ფიგურირებს, უმკაცრესად დაისჯება, თუმცა რეალურად, გულისხმობენ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც გაბრაზებული ამომრჩევლების საპროტესტო ტალღას მიუძღვებიან წინ.

თბილისის მერის, კახა ხალაძის განცხადებით, რომელიც ასევე ღია ბრალდებებზე გადავიდა, განაცხადა, რომ გუშინ ცესკოსთან მომხდარი დარბევა სინამდვილეში ნიკა მელიას მიერ დაგეგმილი დესტრუქციაა.

იგივე ტექსტით წარსდგა საზოგადოების წინაშე ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება:

“შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს" - აღნიშნა კობახიძემ, თუმცა, ჯერ-ჯერობით აუხსნელია, რას უწოდებს შტურმს და რის საფუძველზე უპირებს მელიას კანონის სიმკაცრით დასჯას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე დააანონსა იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც, როგორც უმრევლესობაში ფიქრობენ, დესტრუქციის მოთავეები არიან.

რაც შეეხება ოპოზიციის წევრებს, ისინი, რა თქმა უნდა, უარყოფენ ცესკო-ს შენობაზე შტურმის მიტანის მცდელობას და აცხადებენ, რომ "ოცნების" მხრიდან პოლიტიკური დევნის მიზეზი სრულიად ალოგიკური და უსაფუძვლო ბრალდებებიც შეიძლება გახდეს:

"ისედაც ნაჩვევი ვართ დევნას, მათი ხელწერაა შეთითხნილი ბრალდებები. არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა არ ცვლის მოცემულობას - არაფრის გვეშინია", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

"ყველაფერი ხაზს უსვამს "ოცნების" დამოკიდებულებას - შენ თუ საქართველოს მომავლის ქურდობას გააპროტესტებ, მე შენ ზონდერს დაგიძახებ. როგორ შეიძლება გამოვრიცხოთ სამართლებრივი დევნა, როდესაც სამართალდამცავები ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთებს", - აღნიშნა "ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სპეცრაზმმა ცესკო-სთან შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, სადაც უამრავი ადამიანი დაშავდა. აქცია მიტაცებული ხმებისა და არჩევნების გაყალბებული შედეგების გასაპროტესტებლად იმართებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს დათმოს ქვეყნის მართვის სადავეები და ამის შესანარჩუნებლად არც ძალის გამოყენებაზე ამბობს უარს და არც უკანონო დაკავებებს ერიდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42