დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ექიმები აპოლიტიკურები არიან.
ეპიდემიოლოგი მოუწოდებს მედიასა და საზოგადოებას, რომ ექიმები პოლიტიკურ პროცესებში არ ჩართონ.
„ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, მეც მომცეს ეს შეკითხვა გუშინ და ამან გამოიწივა საკმაოდ.. „გაისეირნეს“ საღამოს ჩემზე კარგად. მეც მომცეს ეს კითხვა, ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები.
ჩვენ ჩართულები ვართ ყველაზე წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ ციფრებს, 1.2 მლნ ადამიანია გარდაცვლილი, საქართველოში კი 500-მდე გარდაცვლილი. პანდემია არ ჩერდება, ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ამიტომ პოლიტიკური ქვეტექსტებითა და პასაჟებით დასმული კითხვები ...
პირდაპირ გეტვყით, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას. მაგრამ პოლიტიკურ პორცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, იმიტომ, რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5- წლის განმავლოაბში, როგორი პარლამენტი იქნება, როგორ დაკომპლექტდება, როგორი მსჯელობა იქნება, როგორ ახალ კანონებს მიიღებენ. ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს, მაგრამ მეორეს მხრივ, დაგვანებეთ ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ,“ - განაცხადა მედიკოსმა.
გამყრელიძე „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიამ შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს:
„ჩემდამი კითხვა დასმული იყო ზუსტად პოლიტიკური ქვეტექსტით. რა უნდა მეთქვა? არ გავეცი ამაზე პასუხი. მერე ცუდი განმარტებები გააკეთა. იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას. ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ – ვიღაცისგან წიხლი არ არის საწყენიო. ასე შევუთვლი დღეს, რაც მან გუშინ საღამოს იკადრა ჩემ მიმართ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვერევი პოლიტიკაში. ვპასუხობ ამ კითხვაზე.. განა არ შემიძლია?! შემიძლია, რა თქმა უნდა. მე მაქვს პოლიტიკური სერიოზული გამოცდილება. მაგრამ დღეს მე ვარ აპოლიტიკური პიროვნება, ჩემთვის დღეს მთავარია ქვეყანა, მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამისთვის ვდგავარ... მოსახლეობის ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში – რესპირაციულ ვირუსს და რესპირაციული ვირუსის სეზონზე, სიცივეც, თოვლიც, წყალიც ხელს უშლის და ხელს უშლის ის დიდი შეკრებები, რაც ხდება. ყველაფერი ერთად აღებული,“ - თქვა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






