ალდაგი კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოების გამარჯვებულია
პოლიტიკა - 15:20, 09 Nov, 2020     624

ნომინაციაში „ინოვაცია, მრეწველობა და ინფრასტრუქტურა, სადაზღვევო კომპანია ალდაგი კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული გახდა.

ალდაგმა ჯილდო COVID-19- პანდემიის პერიოდში ციფრული ტრანსფორმაციისთვის მიიღო, რაც პროცესების სრულ ავტომატიზაციასა და სერვისების გაციფრულებას გულისხმობს. კომპანიამ შექმნა ვებ აპლიკაცია, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას კლიენტის იდენტიფიცირებისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“AI და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, შევძელით პანდემიის დასაწყისშივე უზრუნველგვეყო მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სამი პირობა - გამჭვირვალობა, მომსახურების სისწრაფე და მოქნილობა. გვიხარია, რომ ეს შევძელით უმოკლეს ვადებში, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. აღნიშნულ ტექნოლოგიებს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კომპანია გეგმავს მისი გამოყენებით გააფართოვოს თავისი ტექნოლოგიური ეკოსისტემა სადაზღვევო ანაზღაურების და რისკების მართვის მოდელირებისთვის,“- ამბობს ალდაგის სტრატეგიული დეპარტამენტის დირექტორი, შოთა ჩაჩხუნაშვილი.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 - გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის პროექტია. დაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან ბიზნესქმედებას და ბიზნესის გააქტიურებას მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

დაჯილდოება 6 ნოემბერს, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ციფრულ ფორმატში ჩატარდა. გამარჯვებულები 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ: სიღარიბის აღმოფხვრა; ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; გონივრული მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42