"ვიდექით, ვაპროტესტებდით, არანაირი გაფრთხილება არ იყო. ხომ შეიძლება გავეფრთხილებინეთ, რომ წყლის ჭავლი უნდა გამოეშვათ?! ჩემი მეუღლე იდგა, მე მეუბნებოდა გამოიწიე აქითო, და ამასობაში ძალიან ძლიერ, პირდაპირ თვალში დამიზნებით, ორი მეტრი ჰაერში ააგდო და დაეცა ასფალტზე. სრულიად უცხო ადამიანები რეკავდნენ სასწრაფოში, არ პასუხობდნენ ზარებს. ახლა "ნიუ ჰოსპიტალში" ვართ, ამ წუთას სინჯავს ექიმი და სავარაუდოდ, ნეკნებიც ჩამტვრეული აქვს, - ამბობს ინგა გუგავა.
ინგა გუგავა მომხდარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება მიჩვეულია თვალების დათხრას და საზოგადოებისგან მონობას ითხოვს.
"ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ენიჭება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილმა უნდა დაამთავროს ამ ქვეყანაში ძალადობა და თვალების დასახიჩრებები. სანამ ვინმეს არ იმსხვერპლებენ, ეს ადამიანები მიეჩვივნენ, ჩვენი თვალების ამოთხრას, ჩვენ პასუხი არ მოვთხოვეთ 20 ივნისის და იმიტომ გვიბედავენ ამას. აფხაზეთის ომის ვეტერანს, მეორე ჯგუფის ინვალიდს, კაცი, რომელიც სამშობლოსთვის იბრძოდა დღეს ბიძინა ივანიშვილის ჯალათებმა წყლის ჭავლით თვალი დაუზიანეს, არ შევარჩენთ, არ ვაპატიებთ, ვერ შეგვაშინებენ - ესენი თამაშობენ ადამინების ნერვებზე, ჩვენს მოთმინებაზე, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩვენგან ითხოვენ, რომ ვიყოთ მონები - ვერ ვიქნებით მონები", - თქვა ინგა გუგავამ
შეგახსენებთ, რომ დღეს გაერთიანებული ოპოზიცია, თავის მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, საპარლამენტო არჩვენების შედების გაყალბებას აპროტესტებდა. რის შემდგომაც, მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
მასალის გამოყენების პირობები






