ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, "Facebook"-ის პირად გვერდზე ავრცელებს პოსტს. ჯანგირაშვილი წერს, რომ წყლის ჭავლი მასაც მიუშვირეს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "უცნაური" გაზიც გაუშვეს.
"თავიდან ფეხებამდე სველი ვარ, ცოტა რაღაც უცნაური გაზიც ვყლაპე. ოღონდ არ მაინტერესებს. ივანიშვილი არის ჭირი და უნდა მოშორდეს. არავის არ ეშინია თქვენი ქოცებო!", - წერს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 2 საათის წინ გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქვე, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამომიყენეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები






