არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს.
"ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია". – უთხრა გამყრელიძემ მთავარ არხს.
კითხვაზე, წყლის ჭავლის გამოყენება არ შეუქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას დამატებით საფრთხეს? - ამირან გამყრელიძე რამდენჯერმე იმეორებს, რომ ეს პოლიტიკური კითხვაა.
"არა, ქალბატონო, რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ... მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, ქალბატონო, გესმით თქვენ თუ არა, ეს?" - მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტს.
მასალის გამოყენების პირობები






