ნებისმიერი სახის ძალადობა ათმაგად შემოგიტრიალდებათ, იცოდეთ, რომ თქვენი შვილებიც, ოჯახებიც გვიყურებენ და არ იძალადოთ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 00:10, 09 Nov, 2020     728
ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა ნიკა მელია სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ძალადობრივი ფაქტი უწოდა და მიმართა ადგილზე მყოფ სპეცრაზმს, რომ აღარ გაიმეორონ უკანონო ქმედება:

"გონს იქნებ მოეგოთ, უკან ხელმძღვანელობა დგახართ, რობოკოპებს ამოფარებულები. ნებისმიერი სახის ძალადობა ათმაგად შემოგიტრიალდებათ უკან, ოღონდ, ეს იქნება დემოკრატიული აზვირთებული ტალღა, რომელიც წაგლეკავთ იმიტომ, რომ რეჟიმები წაილეკებიან ხოლმე ხალხის მიერ, დემოკრატიული ტალღის მიერ. დაფიქრდით და იცოდეთ, რომ თქვენი შვილებიც, ოჯახებიც გვიყურებენ და არ იძალადოთ. ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკით, ვერც გომელაური და ვერავინ ვერ გიშველით. რობოკოპის ოჯახის წევრები გვიყურებენ ახლა და ნამდვილად, არ არიან ამაყები.

ოლიგარქის პირადი მცველები არიან, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ხალხი გაიმარჯვებს. რას ვაპირებთ და რასაც ხალხი ხედავს და იცის, რომ მოხდა, ის რომ მათი ნება არ აღსრულდა და ამ ნების აღსრულებისთვის ვიბრძვით და ბრძოლა იქნება ბოლომდე. ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია, ჭავლი და ა.შ. მათი რეჟიმისთვისვე იქნება მძიმედ და მტკივნეულად დამარცხების წინაპირობა. როგორ გეკადრება ივანიშვილო, მეტი საქმე არ აქვს ერს, რომ შენი კობახიძე, მდინარაძე და ვიღაცები, რომელსაც ალაპარაკებ, იმას რისიც თავადაც არ სჯერათ, იმიტომ რომ უბრალოდ ფულს უხდი და რეჟიმის მორჩილებად აქციე, ამაყი წელში გამართული ერი რობოკოპს არ უშინდება და უკან არ იხევს, იმიტომ რომ თქვენ ხალხის ოპოზიცია ხართ. აქ პარტიები არაფერ შუაშია. აქ ხალხია ისტორიის ერთ მხარეს.

გვაფრთხილებენ კიდევ გამოვიყენებთ წყლის ჭავლსო, დაგვასველებენ, ფიზიკურად გაგვისწორდებიან და სახლში წავალთ და აღარ შევიკრიბებით და კობახიძეს და ივანიშვილს უჩა მამაცაშვილითურთ ვაბოგინებთ? ეს არ იქნება ჩვენი შვილების საქართველო. ყველაფერს აკეთებ ივანიშვილო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომებოდეს. მომავალს გვპარავ. თავისუფლებას გვინადგურებ. ცუდად იცნობ ერს. წახვალ ივანიშვილო და თუ არ წახვალ გაგიშვებთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა ცესკო-სთან შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, სადაც უამრავი ადამიანი დაშავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42