გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენების საფუძველი მე ვერ დავინახე - "Human Rights Watch"-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი
პოლიტიკა - 00:02, 09 Nov, 2020     978

"Human Rights Watch"-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია, აცხდებს, რომ ხელისუფლებამ წყლის ჭავლის გამოყენებით ადამიანის გამოხატვის უფლება და შეკრების თავისუფლება დაარღვია.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება არ იყო.

"იქიდან, რაც მე ტელევიზიით დავინახე, სპეციალური საშუალების გამოყენების წინ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. რა საფრთხეს წარმოადგენდნენ დემონსტრანტები, არ ჩანდა. შესაბამისად, გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენების საფუძველი მე ვერ დავინახე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ყოფილიყო გაფრთხილება. თუ გაფრთხილება არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო რაღაც საჭიროება. საჭიროების გარეშე მისი გამოყენება არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას", - წერს გიორგი გოგია.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.

შს მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენბოს ჭავლი სპეციალური საშუალება.

მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოეწრო.

წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელიც ამბობს, რომ "როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42