"რაც არ უნდა დაგვარბიონ და გვასხან წყალი, ჩვენ არ დავთმობთ ,საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ თავისუფალი არჩევნები" - დეკანოიძე
პოლიტიკა - 23:49, 08 Nov, 2020     582

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა და ეს ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება.

"ჩვენ, კოლონის ნაწილი სანამ მოვიდოდით მარშით, სულ რამოდენიმე ადამიანი იდგა და ამ ადამიანების წინააღმდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს წყლის ჭავლი პანდემიის პირობებში, რაც ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება. ეს არის კრიმინალური ხელისუფლება და ქალბატონი ჟვანია არის კრიმინალი, სისხლის სამართლის დამნაშავე ისევე, როგორც ყველა ადამიანი ვინც იყენებს ახლა ძალას ადამიანების წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოიძემ.

ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების მიუხედავად, საპროტესტო ტალღა არ შეწყდება და ოპოზიცია იქამდე გააგრძელებს ბრძოლას, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება აცხადებს დეკანოიძე.

"ჩვენ არ დავთმობთ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ თავისუფალი არჩევნები და ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ადმინისტრაციის გარეშე. რაც არ უნდა დაგვარბიონ, გვასხან წყალი, პირიქით, უარესი მოუვათ. მივმართავ ყველა პოლიციელს, ნუ წახვალთ ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გადაეფაროთ ადამიანს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42