“პირადად ვიმყოფებოდი დარბევის პირველივე წუთებიდან ცესკოს შენობასთან, აქციის მონაწილეთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად, სადაც ჩემს თვალწინ განვითარდა მოვლენები. ის სითავხედე და კანონდარღვევა, რაც აქ მოხდა, ცხადყოფს, რომ ქვეყანას მართავს ლეგიტიმაციისგან დაცლილი, მხდალი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, პოლიციას ყველა მიმართულებით აქნევინოს ხან წყლის ჭავლი და ხან ფარი, რითაც დანაშაულში თანამონაწილეობით რყვნის. არალეგიტიმური ხელისუფლების კანონიერების შეფასება ზედმეტია, რაც შეეხება პოლიციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონი დაირღვა რამოდენიმე მიმართულებით,
მინიმუმ, 1 - აქტიური მოქმედების გარეშე მდგარი მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ დაიწყო აგრესიული მოქმედება.
2 - გამოიყენა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაშვებული წყლის ჭავლი
და ეს ყველაფერი განახორციელა მოქალაქეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მოქალაქეების ლეგიტიმურ და მშვიდობიან პროტესტს ხელიუფლებამ უპასუხა არაპროპორციული ძალით.
ქართული პოლიტიკის ლოგიკა ამბობს, რომ ასეთი ხელუსუფლება ძალიან მალე მიდის!", – წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






