მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დემონსტრანტებს მიმათავს: "არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს."
მდინარაძე ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააფრთხილეს ცესკოსთან შეკრებილი ადამიანები წინასწარ პასუხობს, რომ გაფრთხილება ასეთ შემთხვევებში არ ესწრება.
"როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ და ღობეზე ქვებს ესვრიან პოლიციელებს, ასეთ დროს მსოფლიოში განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხევაში, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. ვერ დავიწყებ გაფრთხილებას და ამ გაფრთხილების შემდგომ მოქმედებას - თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. იმიტომ, რომ როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის, რომელიმე შენობაში ან სტრატეგიულ ობიექტს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში - არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობას ამგვარად, როგორც ეს მოხდა" - თქვა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მასალის გამოყენების პირობები






