"ჩათვალეთ, რომ დღეს მთელ საქართველოს მიუშვირეს წყლის ჭავლი, ხელისუფლება საკადრის პასუხს მიიღებს" - უდუმაშვილი
პოლიტიკა - 22:54, 08 Nov, 2020     503

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი სპეცრაზმის მიერ ცესკო-სთან აქციის მონაწილეების დარბევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარის გამო, ხელისუფლება საკადრის პასუხს მიიღებს.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ასეთი ფორმით უპასუხა საქართველოს ათობით ათას მოქალაქეს, რომლებსაც არჩევნები მოჰპარა.

"ეს არის ხელისუფლების პასუხი იმ ათიათასობით ადამიანს, რომლებიც იდგნენ დღეს რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, იმ ხალხის პასუხიც იქნება ადეკვატური. ნუ ჩათვლით მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც დღეს ან გაწუწეს ან დააზიანეს წყლის ჭავლით, ჩათვალეთ, რომ დღეს მთელ საქართველოს მიუშვირეს წყლის ჭავლი, იმ ხალხს, ვისაც მოპარეს არჩევნები", - განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ უფრო მკაცრ მეთოდებსაც მიმართოს.

"შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსთაველის გამზირზე უმოწყალოდ გვშლიდნენ ხოლმე, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ისინი, შარშან ბევრი ასეთი რამ გამოვიარეთ, მაგრამ გავუძელით და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ იმას, რომ დაინიშნა ქვეყანაში არჩევნები იმ სისტემით, რომელიც მისაღები იყო", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ჯერ წლის ჭავლი , შემდეგ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეებს შორის არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.

ცნობისთვის, მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42