"გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის, ხალხი ცოცხლად შეჭამს ამათ" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 22:51, 08 Nov, 2020     535

"გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის, რატომ გვიკვირს წყლის ჭავლის გამოყენება" - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული, აუცილებლად დამარცხდება.

„გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის, რატომ გვიკვირს წყლის ჭავლის გამოყენება, როდესაც გუშინ ორი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს და ძმაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა დააბრალეს. მანამდე, სამი კვირა, მხოლოდ იმიტომ, რომ „იმედის“ ეთერზე დაეწერათ - „გარეჯი საქართველოა“ ორი კაცი დაიჭირეს. ეს წარწერა დღეს გაქრა და ისე აღარ ანაღვლებთ მაგათ გარეჯი, როგორც აქამდე არ ანაღვლებდათ. ამიტომ, არაფერი არ უნდა გვიკვირდეს. ესენი ყველანაირ ბრუტალობას გამოიყენებენ. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული, აუცილებლად დამარცხდება. ივანიშვილი, რასაც დათესავს იმას მოიმკის, ზამბარა უკვე იქამდე გაწელა, რომ ცხვირში ისე მოხვდება, მთელი ცხოვრება შვილებს და შვილიშვილებს ემახსოვრებათ. სამარცხვინოა ეს. რა ჰგონიათ, გამოკიდებულები არიან სკამებზე და მთელი ცხოვრება იქნებიან? ხალხი ისეთ გამწარებულია, ცოცხლად შეჭამს ამათ უკვე. გამოყავთ ეს კობახიძე, ვიღაცა ღლაპი და ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, ორასი კაცი იყო გამოსულიო, ცხოვრება არ უნდა ამ ქვეყანაში? რეებს კადრულობს? ადამიანი რომ შეხვდება, ცოცხლად გაგლიჯავს, ეს უნდა? ესენი რომ დარჩნენ, მშვიდობა არ იქნება იმიტომ, რომ გადავიდნენ ყველა ზღვარს“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42