„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების თხოვნით, ის დაუკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარეს და ყოფილ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განემარტა მათთვის ის საჯარო მოთხოვნები, რაც ოპოზიციამ პროტესტის დროს დააფიქსირა.
მისი თქმით, ამ ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთი გზა არის საუბარი იმაზე, რაც რეალისტურია.
„მე მათ ადგილას ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა ასეთ განცხადებას გავაკეთებდი. ადამიანის ტყუილში დადანაშაულება საფრთხილო რამეა. მესმის, რომ მათ ძალიან ხშირად უწევთ ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლისაც არ სჯერათ და არ სწამთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმალური ნდობა მაინც უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე შედგეს პოლიტიკური დიალოგი. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, დიახ, მე პოლიტიკური ლიდერების თხოვნით, როგორც პარლამენტის წევრი დავუკავშირდი თავმჯდომარეს და ყოფილ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განგვემარტა მათთვის ის საჯარო მოთხოვნები, რაც დავაფიქსირეთ პროტესტის დროს.გადაწყვეტილებას იღებს სულ სხვა ადამიანი, რომელმაც დღეს მოისმინა ათიათასობით განრისხებული ადამიანის ხმა რუსთაველზე და მიხვდა, რომ ის დროა ქვეყანა გამოვიდეს ამ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ეს ქვეყანა, როცა 31 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა“.- აცხადებს ბოკუჩავა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მას და არჩილ თალაკვაძეს თინა ბოკუჩავამ დაურეკა და არჩევნების თემაზე შეხვედრა სთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






