"არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარე საარჩევნო კომისიების მუშაობას მიზანმიმართულად აფერხებს" - ცესკო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 21:23, 08 Nov, 2020     835

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმების გადათვლასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს რომ პროცესი გრძელდება, არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარე კი, საარჩევნო კომისიების მუშაობას მიზანმიმართულად აფერხებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 8 ნოემბრის 18:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში უკვე გადათვლილია 24 საარჩევნო უბნის შედეგი.

"ცესკო" სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ასეთი შემთხვევების დაფიქსირებას სთხოვს, არჩევნებში ჩართულ უფლებამოსილ პირებს კი, კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით.

2020 წლის 8 ნოემბრის 18:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში უკვე გადათვლილია 24 საარჩევნო უბნის შედეგი.

ამ ეტაპზე, როგორც რაიონულ და საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს დავების განხილვის პროცესი, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამასთან, დღეს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიებს დაევალათ 15 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რაც დღეს და ხვალ განხორციელდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ხსენებული საკითხის განხილვისას მიიღონ მონაწილეობა კომისიის სხდომებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

ამასთანავე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ჩართულ მხარეს არ სურს გადათვლის პროცესის ჩატარება და შეგნებულად ხელს უშლის საოლქო საარჩევნო კომისიებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში. შესაბამისად, მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ ასეთი შემთხვევები"- ვკითხულობთ განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42