პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებიდან ის და არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდნენ. როგორც კობახიძე ამბობს, კონტაქტზე ოპოზიციიდან თინა ბოკუჩავა გავიდა და შეხვედრა ითხოვა.
კობახიძის თქმით, შეხვედრა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იქნება ამის მოთხოვნა და ანგარიშს მხოლოდ მათ გაუწევენ.
კობახიძემ თავები დაითვალა და თქვა, რომ პიკის დროს აქციაზე მხოლოდ 7 ათასი ადამიანი იყო, ცესკოსთან გადანაცვლებით, კი ოპოზიციამ ეს აქციაც დაშალა - მივლენ ცესკოსთან მერე დაიშლებიან - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, უჩა მამაცაშვილის თბილისში გამოძახებაზე საუბარი სპეკულაციაა და სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა , ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს“, - განაცხადა კობახიძემ
მასალის გამოყენების პირობები






