ბათუმში აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს და კასრებში ცეცხლი დაანთეს
პოლიტიკა - 20:49, 08 Nov, 2020     768

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა კასრებში ცეცხლი დაანთეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ და პროტესტის გაგრძელებას თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად გეგმავენ.

აქტივისტების განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და არ უნდა მოხდეს მისი კანონიერად ცნობა, სწორედ ამიტომ, ისინი ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.

აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მიშა ბოლქვაძე აცხადებს, აქციაზე "ქართული ოცნების" მხრიდან პროვოკატორების მობილიზება ხდება, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

მიშა ბოლქვაძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ პროვოკატორებისგან აქციის მონაწილეები დაიცვან და ტერიტორიაზე უსაფრთხოება უზრუნველყონ.

"ხელისუფლება ცდილობს პროვოკატორები შემოაგზავნოს. კომენტარის მიცემის დროს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩვენ მშვიდად ვდგავრთ და მოპარულ არჩევნებს ვაპროტესტებთ. მოსახლეობამ ეს კარავი სახლიდან მოიტანა და გაშალა, იმისათვის, რომ არ დავიშლებით. პოლიციამ, უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ ვალდებული ვართ, ოპოზიციის კანდიდატები ხალხის გვერდით ვიქნები და უარს ვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე", - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათიდან, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. აქცია მიმდინარეობს დედაქალაქშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42