დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს, ამიტომ ეს ხმები უნდა გაუქმდეს.
ასევე ტრამპისთვის საეჭვოა ის, რომ ზოგიერთ შტატში ჯო ბაიდენმა ამერიკის 44-ე პრეზიდენტზე, ბარაკ ობამაზე, მეტი ხმა დააგროვა.
ტრამპი დარწმუნებით აცხადებს, რომ მან არჩევნები 71 000 000 ხმით მოიგო, რაც მოქმედი პრეზიდენტისთვის ყველაზე დიდი შედეგია.
"უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულება აიძულებს მათ, რომ გამოყონ ის ბიულეტენები, რომლებიც საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს. საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალიტოს, ჩარევა. საუბარია ბიულეტენების დიდ რაოდენობაზე.ჩვენ გვჯერა, რომ ეს ადამიანები ქურდები არიან. დიდი ქალაქის მანქანები კორუმპირებულია. ეს იყო მოპარული არჩევნები. ამ დილით ბრიტანეთშიც დაიწერა, რომ ეს აშკარად მოპარული არჩევნები იყო. შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ზოგიერთ შტატში ბაიდენმა ობამაზე მეტი ხმა მოიპოვა", - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






