"მოახლოვდა საღამო და მოგვადგა იმ ბანძი კაცის აღსასრული. აქაო და კარგი მოქალაქეები ვართო, პირბადეს არ ვიხნით და ერთმანეთის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით და თიქთოს ხმა არ ისმისო კარგად, ამბობენ, მაგრამ თვეების, წლების განმავლობაში ჩვენ ერთად დგომისას პატარა ტრადიცია გვქონდა, რომელსაც მე სიამოვნებით გავაგრძელებ, თან ისე, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ, თან, რომ პირბადე არ მოვიხსნათ, თან რომ ცოტა შევხურდეთ, ყველამ ერთად დავუკრათ ტაში - აი, ამ ტაშის გეშინოდეს, ბიძინა, დაითვალე თავები, ითვალე და გესიზმრებოდეს ის ადამიანები, რომლებსაც ხმა წაართვი, მანამდე დააბრმავე, მანამდე გააღარიბე, მანამდე დასცინე - აი, ეს არის შენი აღსასრული.
გვინდოდა, რომ ტრადიციად გვექცია ხელისუფლების მშვიდი გადაბარება, კბილებით მოვიტანეთ მთელი ეს პროცესი არჩევნებამდე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არჩევნებით წასულიყავი, მაგრამ არა, შენ არა ხარ პოლიტიკოსი, შენ კაცი არა ხარ, შენ არ შეგიძლია კაცურად წასვლა, ამიტომაც არაკაცს არაკაცური პასუხი ექნება - მალე წახვალ! არაფრის არ შეგეშინდეთ, ეს ბრძოლა მოგებულია, იმიტომ, რომ ისტორიაში არავის ემახსოვრება ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, მათიკაშვილი, მაგრამ ეცოდინებათ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი" - განაცხადა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე და იქ შეკრებილი ხალხი არჩევნების გაყალბებულ შედეგებსა და მიტაცებულ ხმებს აპროტესტებს.
მასალის გამოყენების პირობები






