"ჩვენ აქ გამარჯვების მოსაპოვებლად ვართ გამოსული, ეს რეალობა დევს სასწორზე და საით გადაიწონება, ჩვენზეა დამოკიდებული - იმ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო? როდესაც რეალობა იყო ყალბი? მაგრამ ეგუებოდა ყველა და პროტესტი არ ისმოდა. ძალიან ახლოს ვართ როგორც რეალობის განმტკიცებასთან, ისე თავისუფლების სრულად დაკარგვასთან და უფლება არა გვაქვს ისტორიის წინაშე კი არა, ერთმანეთის ოჯახის წევრების წინაშე ვიქნებით მოღალატეები, ჩვენ ამ გამარჯვებას ხელიდან არ გავუშვებთ და გპირდებით, არ არის ეს თვალთმაქცობა, წრფელი სიტყვებია. მე დარწმუნებული ვარ, ასიათასობით თავმოყვარე ადამიანს ოლიგარქიულ წესრიგში ცხოვრება ღირსების აყრად მიაჩნია. ნამდვილად არ გვინდა და არ გვიღირს ასე ცხოვრება. რა უნდა გავაკეთოთ? ვიდგეთ, კიდევ გადავრეკოთ, გადმოვრეკოთ, ვინც გვიყურებთ, გამოდით გარეთ, ვინც სახლებში ხართ, ხმამაღლა გააპროტესტეთ და ძალიან მალე ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. ეს უკომპრომისო ბრძოლა გაიმართება, უკან დახევა არ იქნება, ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის გამზირს დაცლილს ვერ ეღირსება მანამ, სანამ იგი არ აღიარებს, რომ მან იძალადა 31 ოქტომბერს.
ამიტომ, არ დავიღალოთ, არ გვაქვს ამის უფლება, რა დაღლაზეა ხალხო საუბარი, საბჭოთა კავშირის დროს როგორც ხდებოდა დაპატიმრებები, გუშინდელი ორი ადამიანის დაპატიმრება, გარდაცვლილი პირის ორი უახლოესი მეგობრის დაკავება მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური სიმპატიები ჰქონდათ და ეს უნამუსოები გამოვიდნენ და ბავშვობის მეგობრებს დააბრალეს საკუთარი მეგობრის სიკვდილი, არ არსებობს არაფერი, რაზეც არ წავა „ქართული ოცნება“, არ არსებობს ზღვარი, რომელსაც იგი არ გადალახავს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იგი შეურაცხყოფას არ მიაყენებს და ღირსებას არ აყრის, მაგრამ ერთად დგომით ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი, ეს ქვეყანა, აი, ეს გამზირი, აი, ეს ცა და ეს მიწა ქართველ ხალხს გვეკუთვნის და ქართველი ხალხის განკარგულებაში უნდა იყოს ქართული სახელმწიფო და არა იმ ერთი მოპარული ფულით გამდიდრებული ადამიანის, რომელსაც გარშემო მხოლოდ მოცლილი ადამიანები ჰყავს და გვეჭიდავება კობახიძეებით, ვიღაც თალაკვაძეებით, ვიღაც მდინარაძეებით, ვიღაც ლაშა ნაცვლიშვილებით და შალვა რამიშვილებით“ - განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამეტის წინ მასშტაბური აქცია იმართება, სადაც ხალხი არჩევნების გაყალბებულ შედეგებსა და მიტაცებულ ხმებს აპროტესტებს.
მასალის გამოყენების პირობები






