"რა ტრავმა გაქვს შვილო ამისთანა მიღებული, უბედურებაა შენ თავს და მოგხედოს პატრონმა" - ბურჯანაძე კობახიძეს
პოლიტიკა - 17:47, 08 Nov, 2020     4003
"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ სტუმრობისას ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას კომპლექსიანი და ტრამვირებული უწოდა.
ბურჯანაძის თქმით, კობახიძე თავისი ცინიზმით ყველას ზემოდან უყურებს, თუმცა ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს.
„უბრალოდ ამაზრზენი იყო დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება, საიდან, რა ტრავმა გაქვს შვილო ამისთანა მიღებული?! ასეთი ცინიზმი, ასეთი ბოღმა გაქვს, ასეთი მიუღებლობა გაქვს ადამიანების მიმართ და ასე ზემოდან უყურებ?! ვისაც ორი წიგნი აქვს წაკითხული, ყველა ის ადამიანი ხვდება, რომ რაღაც ისეთი კომპლექსი გაქვს, რომ უბედურებაა შენ თავს და მოგხედოს პატრონმა. არ შეიძლება ჩათვალო, რომ ყველას იყიდი, ყველას ღირსებას წაართმევ, ყველას გადაუვლი. იცი რაშია საქმე?! ყოველთვის იყო, რომ გათავხედებული პოლიტიკოსოები ვიღაცას გადაუვლიდნენ, ვითომდა მიწასთან გაასწორებდნენ, ღირსებას შეულახავდნენ, მაგრამ დგებოდა კრიტიკული დღე, როცა ხალხი მათ საკადრის პასუხს სცემდა. ახლა სწორედ ეს ეტაპია, ახლა არც ოპოზიციური ერთობა გაიყიდება და არც ხალხი, ვინც აქ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42