გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო - თქვენ ხართ იუმორინა, თქვენ ხართ შავი ჭირი, რომელსაც ჩამოირეცხავს ქართველი ხალხი - უგულავა
პოლიტიკა - 17:08, 08 Nov, 2020     872

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე მოსახლეობას მიმართა.

უგულავას თქმით, ეს ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ხალხის ბრძოლა, რომელიც დასრუდლება გამარჯვებით.

უგულავამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ყველა პარტია კონკურენციაში იყო ერთმანეთთან, თუმცა როდესაც არჩევნებს გპარავენ, ყველას ვალდებულება ხდება, რომ იბრძოლოს თავისუფლებისათვის ერთად.

„რაც არ უნდა კოსმოსში ააფრინოთ დრონები, ხალხს მაინც ვერ დამალავთ. ქართველების ხმა არ დააძინებს ივანიშვილს! ბიძინა წასულია, ხალხი აღდგა! ჩვენ არჩევნებამდე ყველას ერთმანეთთან გვქონდა კონკურენცია და ეს ნორმალურია, მაგრამ როცა არჩევანს მოგპარავენ, ჩვენი ვალდებულება ხდება, რომ ყველა პოლიტიკოსმა ერთად დავანახოთ საზოგადოებას რანი ვართ ჩვენ - ჩვენი პარტიების მიღმა, რადგან ეს ბრძოლა აღარ არის პარტიული ბრძოლა.

ეს არის ხალხის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება! უნდა ვიცოდეთ, რამხელა ნაძირლებთან გვაქვს საქმე - იმისთვის, რომ პროპაგანდისტული არხების ეთერზე დაეწერათ "გარეჯი საქართველოა", 2 ადამიანი დააკავეს. გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო - თქვენ ხართ იუმორინა, თქვენ ხართ შავი ჭირი, რომელსაც ჩამოირეცხავს ქართველი ხალხი! მე მინდა ყველა პოლიტპატიმარი გავამხნევო აქედან - მალე გათავისუფლდებით, არ შეშინდეთ. ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს არასდროს. ოპოზიციის ერთობა ახლა უმნიშვნელოვანესია.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42