"როცა ხელისუფლება ხალხს დასცინის, პოლიტიკურ სამარეს ითხრის... ჩვენ მივაღწევთ, რომ ქართულ ოცნებას გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ჩატარდება არჩევნები"- ბურჯანაძე
პოლიტიკა - 17:10, 08 Nov, 2020     724

ოპოზიცია მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებს - ეს პირობა დადო ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებსწინაშე.

"ჩვენ ვიქნებით ერთიანი. არავინ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც 2003 წელს ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუშვა, როდესაც ხალხი აქ იდგა, ხოლო თვითონ პარლამენტში შევიდნენ შევარდნაძისთვის პარლამენტის 'გასაპრავებლად'. ოღონდ ის პოლიტიკური პარტიები გაქრა პოლიტიკური რუკიდან. ყველა ოპოზიციური პარტია თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ მოპარული ხმა, არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი.

ჩვენ მივაღწევთ ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას და იმასაც, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ამის ძალას და რწმენას თქვენი აქ ყოფნა მაძლევს. ყველა ხელისუფლებას უდნა ესმოდეს, როდესაც ხალხის აბუჩად აგდებას იწყებს, ხალხს არაფრად აგდებს, ხალხის ღირსებას ფეხქვეშ თელავს და ხალხს დასცინის, საკუთარ პოლიტიკურ სამარეს ითხრის. ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. დიახ, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქართულ ოცნებას გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ჩატარდება არჩევნები და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ქართული სახელმწიფო მართლა დემოკრატიულია", - მიმართა ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42