ბადრი ჯაფარიძე - სიმართლე არის მთავარი ძალა - ჩვენ ვართ სინათლის ხაზზე და სიმართლე არს ჩვენს მხარეს
პოლიტიკა - 16:17, 08 Nov, 2020     759

"ლელოს" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართველი მოსახლეობა ერთად დგას ყველაზე რთულ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდება.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრეს, რომ მათ ხელშია სასამართლო, მათ ხელშია პროკურატურა, მათ ხელშია არჩევნები. მათ პასუხს გავცემთ ჩვენი ერთად დგომით და პროტესტით, რადგან ჩვენს ხელშია, სიმართლე, სიმართლე, რომელსაც დიდი ძალა აქვს.

"ჩვენ კვლავ ერთად ვართ, ჩვენ ყოველთვის ვართ ერთად ყველაზე რთულ დროს, ყველაზე მეტად როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ახლა ერთად იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს, ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე. "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრეს - ჩვენს ხელშია ძალა, ჩვენს ხელშია პროკურატურა, ჩვენს ხელშია სასამართლო, ჩვენს ხელშია ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ ჩვენ ამას ვუპასუხეთ იმით, რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენს მხარეს არის სიმართლე. სიმართლე კი ყველაზე დიდი ძალაა. ჩვენი ერთობა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ერთი რამ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ უკან, ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ადამიანს ან მის დაჯგუფებას.
ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, უარი ვთქვით მანდატებზე იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი არის ყალბი პარლამენტი. ყალბი პარლამენტი არ სჭირდება ამ ქვეყანას, ის ხალხს ვერ მოემსახურება. ხალხს სჭირდება პარლამენტი, რომელიც მის ნებას ასახავს და ჩვენ ასეთი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ ახალი არჩევნებით, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება,"- აცხადებს ჯაფარიძემ.


მისივე თქმით, ეს ბრძოლა არ არის ერთ დღიანი, მთავარია, რომ მოსახლეობა ვიყოთ ერთად, ისე, როგორც დღეს.

"ჩვენი ნება უნდა იყოს ურყევი იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ არჩევნების შედეგებზე დათანხმება არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ღალატი, ამიტომ ვიდგეთ ერთად, ვიდგეთ მედგრად, იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ღირსეულ სახელმწიფოს და ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ისეთ არჩევნებს, რომელიც თქვენს ნებას ასახავს და ჩვენ მივაღწევთ ერთად ახალ არჩევნებს. ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას, მშვიდობიან ბრძოლას, ვაგრძელებთ ერთად ყოფნას და ეს ერთობა არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისათვის, რომ მივაღწიოთ სამართალს ამ ქვეყანაში, მივაღწიოთ იმას, რომ გვყავდეს ისეთი პარლამენტი, რომელიც თქვენს ნებას აღასრულებს, რომელიც გაათავისუფლებს სასამართლოს, რომელიც ააღორძინებს ეკონომიკას. ასეთი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ და არა ისეთი გაყალბებული, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს,-" აღნიშნა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42