1 არ უდრის 3-ს, 4 არ უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:59, 08 Nov, 2020     660

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე ამომრჩეველს მიმართა.

ბაქრაძის თქმით, დღეს პარლამენტის წინ დგას გაერთიანებული ქართველი ხალხი, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და რომელიც გაიმარჯვებს საქართველოსთან ერთად.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილისთვის და თამარ ჟვანიასთვის ხალხი არის ჩვეულებრივი რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, თუმცა როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და ქართულ ოცნებას .

„მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, რადგან არ შეიძლება უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ქვეყნის დანგრევის მხარეს.

დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთიანებული ბევრი პარტია, დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთინებული ქართველი ხალხი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოსთან ერთად.

დღეს ჩვენ ყველა ვიბრძვით საქართველოსთვის ქართულ პოლიტიკაში, სადაც სამწუხაროდ, დღემდე პოლიტიკოსები იბრძოდნენ და იბრძვიან საკუთარი პრივილეგიებისთვის, საკუთარი სკამებისთვის, საკუთარი შემოსვლებისთვის. მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, ამ შენობაში შესვლაზეც იმიტომ, რომ არ შეიძლება უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ტყუილის მხარეს, შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს და ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მომავლის დანგრევა. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვართ ის ხალხი, ჩვენც და თქვენც ერთად, რომელიც არაფერს ითხოვს თავისთვის, რომელმაც დათმო ყველაფერი თავისთვის და ერთად დადგა საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში და თუ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი აქვს და აუცილებლად ყველას გვჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.

ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს - 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“. ეს უნდა დავანახოთ ყველამ დღეს, რომ ქართველი ხალხი არ უდრის დაშინებას, ქუჩის კრიმინალს, მოსყიდვას და 50 ლარს, იმ უიმედობას და ჭაობს, რომელშიც ყველას გვითრევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ამას ვაჩვენებთ როცა ამდენი ადამიანი გამოვედით. ამიტომ რაც არ უნდა ჩაახშონ ინტერნეტსიგნალი, დრონების საშუალება არ მოგვცენ, რომ იფრინონ და საქართველომ დაინახოს რამდენი ვართ, ეს არ უშველით, რადგან დღეს აქ თქვენთან ერთად დგას სიმართლე, ღირსება, საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალი და მეორე მხარეს დგას ქურდობა, ჭაობი, უიმედობა, ამიტომ ღირსეულად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.

ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არ არის ლიდერების ბრძოლა, არ არის სავარძლებისთვის ბრძოლა, ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, გვერდზე გადავდეთ განსხვავებებიც, დაპირისპირებებიც, ეს არის ბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის, ვინც დღეს ტელევიზორთან უყურებთ ამ ყველაფერს, ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი შვილებისთვის, რომ მათ არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, საიდანაც თურქეთში და პოლონეთში მოუწევთ პლანტაციაში და მაღაროში გაქცევა სამუშაოდ, რომ არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, სადაც 30 წლის შემდეგ ისევ ისე აარჩევინებენ „ქართულ ოცნებას“, როგორც თქვენ აგარჩევინეს „ქართული ოცნება“. ეს ბრძოლაა დღეს, ამიტომ ყველა უნდა ჩაებათ, ყველა გამოხვიდეთ და ერთიანად გავიმარჯვოთ,“ - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42