რუსთაველის გამზირზე გამოსვლები გრძელდება, ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აქციაზე შეკრებილ ხალხს ამერიკის მაგალითი შეახსენა და რუსული ოლიგარქიის დასრულებისკენ მოუწოდა.
ნათელაშვილმა პოლიციას მოუწოდა, რომ დაყარონ მუნდირები და შემოუერთდნენ ხალხს:
"დიდი ილია ამბობდა, "თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა", დღეს დიდი ილიას დაბადების დღეა და რა დამთხვევაა, რომ თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა და ის თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს, რადგან იმსახურებს ამას. გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში და ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ...დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და ტქვენ ხართ ამ ბრძოლის გმირები. 9 აპრილს აი, აქ თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა. მე მიდა მოვუწოდო, ჩვენს ძალოვნებს, ჩვენს პოლიციას, დაყარეთ ეგ მინდირები, ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






