მამუკა ხაზარაძე - არავისთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ, მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და ცესკო და ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ადამიანებს ხმის უფლება წაართვეს
პოლიტიკა - 15:56, 08 Nov, 2020     871


რუსთაველზე ოპოზიციის მასშტაბურ აქციას "ლელო" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

"ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ აქციაზე განაცხადა, რომ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, არ შეიცვლება ცესკო და ხელისუფლება არ აღიარებს, მოტყუებით წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაირი მოლაპარაკება მმართველ გუნდთან პარლამენტში შესვლაზე არ იქნება.

"ლელო" დამფუძნებლის თქმით, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სიყალბე, და ხმების ქურდობა. სწორედ ამის შემდეგ მიეცემა საქართველოს საშუალება აღმშენებლობა დაიწყოს.

„პროტესტი არის სამართლიანი. ამ ქვეყანაში არჩევნები გააყალბეს, მომავლის პერსპექტივა წაართვეს ჩვენ ქვეყანას. ყველაფერი ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს სიყალბე, ტყუილი, ხმების ქურდობა და ამ ქვეყანას მიეცეს საშუალება, რომ დაიწყოს აღმშენებლობა. სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, სანამ არ შეიცვლება ცესკო, სანამ ეს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ძალიან ცუდად, მოტყუებით, მუხანათურად წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ეს დამთავრებული ამბავია! ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ ოპოზიციის თემაზე, ვლაპარაკობთ რიგითი ამომრჩევლის უფლებების დაცვაზე. დემოკრატიის წესებზე ვსაუბრობთ აქ და არაფერ შუაშია ოპოზიციასთან მოლაპარაკება - არმოლაპარაკება", - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42