"30 წლის წინ გამოძერწული თავისუფლება უნდა დავიცვათ'"- ხოშტარია
პოლიტიკა - 15:32, 08 Nov, 2020     735

გაბრაზებული ხალხის აქცია თბილისში - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა.

მისი თქმით, 30 წლის წინ მოპოვებული თავისუფლება დასაცავია:

"ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს და გადმოგვცეს თავისუფლება. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს მოქალაქის არჩევანი, ხალხის ნება და არავინ სხვა. დღეს სწორედ ეს 30 წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშეც ყველანი პასუხისმგებლები ვართ, უნდა დავიცვათ, რადგან ის საფრთხეშია. აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის - ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის. გუშინ გიორგი რურუას, ნატალა ილიჩოვას, ივერი მელაშვილს სხვა პოლიტპატიმრებიც დაამატეს - ისინი ივანიშვილის მძევლები არიან და სწორედ ამიტომ ჩვენ მშვიდად ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას", - მიმართა რუსთაველზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს ხოშტარიამ.

მან იმ ადამიანებსაც მიმართა, რომლებიც აქციაზე ვერ გამოვიდნან:

'მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ვერ მოვიდნენ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს შეიძლება დღეს ბოლომდე ჩვენი არ ესმის: ჩვენ გასაყოფი არავის არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ხალხს პოლიტიკური ხაზით არ ვყოფთ, ჩვენ ვართ ყველა ერთიანი იმაში, რომ უნდა გვქოდნეს თავისუფალი საქართველო"- განაცხადა ხოშტარიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42