"ლელოს" სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა საარჩევნო დარღვევებზე ბრიფინგი გამართეს
პოლიტიკა - 15:26, 08 Nov, 2020     636

"ლელოს" სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა, თამარ ბელქანიამ, ალექსანდრე ახვლედიანმა და გია ბარამიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს და მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდეს.


"ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის განმარტებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა დღედ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი მოატყუა და მათი ხმები მიიტაცა.

"გაყალბების კუთხით არც სამეგრელო ყოფილა გამონაკლისი. ოქმებში ბალანსის უზუსტობაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია საოლქო საარჩევნო კომისიას. უმეტეს უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა ადასტურებს უბანზე კარუსელის არსებობას. მაგალითად 89-ე უბანზე არჩევნებში მონაწილე საერთო ამომრჩეველთა რაოდენობას და ამ უბანზე დათვლილ ხმებს შორის სხვაობა არის 40. ხოლო 72-ე უბანზე სხვაობა 12. ეს და სხვა დარღვევები სახეზე გვაძლევს დანაშაულს, რომელიც აუცილებლად მოიტანს ცუდ ცვლილებებს. ამიტომ აუცილებელია, დღევანდელ აქციაზე გავაპროტესტოთ მათი სიყალბე. ყოველდღიურად ვგრძნობთ, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია ჩვენ იგი უნდა შევცვალოთ," - აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.


"სამეგრელოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ მანამ და უშუალოდ არჩევნების დღეს ყალბდებოდა ხმები,"- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ბელქანიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

"არჩევნების დღეს პირადად ჩემი პრესმდივანი დააშინეს და ეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა თავიანთ რეპორტებში შეიტანეს. ჩხოროწყუში არჩევნებზე ამომრჩეველი მოიყვანა ძებნილმა, როდესაც მთელი საქართველო ეძებს ადამიანს, რომელმაც საქართველოს ბანკიდან გაიტანა თანხა, ის თავისუფლად მიდის არჩევნებზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ეეჭვებოდათ, რომ მათ ხმას არ მისცემდნენ, მოისყიდეს და დააშინეს სამსახურების დაკარგვით. სამეგრელოს რაიონში კი სამსახურის გარეშე დარჩენა შიმშილის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ აქციაზე, რადგან დღეს არის ღირსების აღდგენის დღე,"- განაცხადა ბელქანიამ.


სამეგრელოს სხვადასხვა ოლქის მსგავსად, საკუთარ ოლქში არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიამ.

"ჩემი კოლეგების ოლქების მსგავსი იდენტური მდგომარეობა იყო ჩემს ოლქშიც, სადაც ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ის, რაც მოხდა 31 ოქტომბერს, არ იყო არჩევნები. ეს იყო პირდაპირი უკანონობა, რომელიც 30 წლის განმავლობაში არავის არ ჩაუდენია. ჩვენ ეს უკანონობა უნდა დავასრულოთ დღეს 8 ნოემბრის მიტინგით,"- განმარტავს ბარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42