"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, ოპოზიციური პარტიები საერთო აქციაზე. აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ მათ ითქმის 20 საათი აქვთ იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ.
"მათ დღე-ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რაღაცებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება". – აცხადებს იგი.
დღეს, 8 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები საერთო აქცია იმართება. ამის პარალელურად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, 9 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით..
ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.
მასალის გამოყენების პირობები






