" "ლელო" არის დამოუკიდებელი, არ მაინტერესებს ვინ მიდის ან ვინ მოდის, ჩვენთვის მთავარია კანონი კანონობდეს და ადამიანს ხმის უფლებას არ ართმევდნენ"- მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 21:24, 07 Nov, 2020     1881

" "ლელო" არის დამოუკიდებელი, არ მაინტერესებს ვინ მიდის ან ვინ მოდის, ჩვენთვის მთავარია კანონი კანონობდეს და ადამიანს ხმის უფლებას არ ართმევდნენ"- ასე გამოეხმაურა "ლელოს" თავმჯდომარე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას

როგორც ხაზარაძემ განმარტა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა ჩიხში. "ლელო" კი ახალი ძალაა, რომელიც ქვეყანაში შეცვლის ორპოლუსიანობას.


"ლელო" შეიქმნა იმისთვის, რომ ეს ერთი და იგივე მდგომარეობა რომელშიც წლებია ჩვენი ქვეყანაა, დამთავრდეს. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეყვანა ქვეყანა ჩიხში. ამ ორმა ადამიანმა თავიანთი ამბიციებით და ჯიბრით შეიყვანა ეს ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში. მათ არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. კანონი უნდა კანონობდეს. ჩვენ კი ამ მდგომარეობას შევცვლით. ამის მთავარი საწყისი კი სამართლიანი არჩევნებია. დღეს არჩევნების გაყალბების საკითხს, იმ სასამართლოში ვამტკიცებთ, რომელიც ნაციონალებმა ჩააბარეს ივანიშვილს. ეს უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ. არ მაინტერესებს ორპოლუსიანობა, ხალხისთვის სულ ერთია ვინ მოვა ხელისუფლებაში მთავარია მათ პრობლემები გადაუჭრას. ესაა დღეს მნიშვნელოვანი,"- აღნიშნა ხაზარაძემ.

"ლელო" თავმჯდომარის განმარტებით, მას პარტია არ შეუქმნია საკუთარი ბიზნესის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს და ქვეყანა ეკონომიკურად გააძლიეროს.

"ამ სიტუაციაში დათმობა არ იქნება. რა სასჯელიც არ უნდა მომცენ, ხმის ქურდებთან ერთად პარლამენტში არ დავჯდებით. ეს პრინციპის საკითხია. ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებშიც მკვეთრად ხაზგასმულია, რომ ცესკოსა და ხელისუფლების ურთიერობა გამიჯნული არ იყო. პასუხისმგებლობა კი ეკისრება იმ ხალხს ვინც არჩევნები გააყალბა,"- აღნიშნა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42