"ლელომ" მასშტაბური მიტინგის წინასაპროტესტო მსვლელობა მოაწყო
პოლიტიკა - 17:59, 07 Nov, 2020     1073

"ლელომ" და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს რუსთაველზე მსვლელობა გამართეს, რომლითაც გააპროტესტეს არჩევნების გაყალბება და ის შედეგები, რომელიც არარეალურად დაწერა მმართველმა გუნდმა.

საპროტესტო მსვლელობით ისინი კიდევ ერთხელ აპროტესტებენ ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და 8 ნოემბრის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, დღესაც, ისევე, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთად ატარებენ მსვლელობებს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას მოუწოდებენ აქციაზე მოსვლისა და იმ შედეგების გაუქმებისკენ, რომელიც არ ასახავს ხალხის ნებას.

"ხვალ, 3 საათზე აი აქ, ამ ადგილას, რუსთაველზე ჩატარდება მასშტაბური აქცია. დღეს ჩვენ ყველანი ერთ რამეს მოვითხოვთ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხმის თავისუფლების დაცვა. "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, ჯიბგირების მთავრობამ, ფეხქვეშ გათელა თითოეული ადამიანის არჩევანი, დაამახინჯა რეალობა, თან ისე, რომ ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ამიტომ ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები არ დავთმობთ ჩვენს ხმებს და ვაჩვენებთ ძალიან დიდ ძალას ბიძინა ივანიშვილის და მის მომპალ ხელისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ამას აქ ხვალ 3 საათზე მოითხოვს მთელი საქართველო, ყველა, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, ვისაც მობეზრდა გაჩერებულ ქვეყანაში არსებობა. ყველა, ვისაც მობეზრდა გაუბედურებული ეკონომიკა, უნდა დავდგეთ ერთად. ეს არ იკმარეს და გამოაცხადეს კომენდანტის საათი, უსუსური ნაბიჯებით დადიან უკვე, ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ეს მუხტი აქ როგორმე ჩაქრეს, ამას ამით ვერ ჩააქრობენ, ამ აქციაზე ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა გვექნება და ყველა რეგულაციას დავიცავთ. აქ თავისუფალი ხალხი იქნება, მთავარი მოწოდებით. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ძალას,"-განაცხადა დათუნაშვილმა.

"ლელოს" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, საბა ბუაძის განმარტებით, მსვლელობები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღებენ შესაბამის შედეგს.

"ვაგრძელებთ მსვლელობებს და კომუნიკაციას ჩვენს ამომრჩეველთან, იმ ხალხთან, რომელიც თავს გრძნობს დამცირებულად, რომლის ღირსებაც შეილახა ამ არჩევნების მოპარვით, ვაჩვენებთ კონკრეტულ ოქმებს და გაყალბებას, მოვუწოდებთ ერთიანობისთვის, ერთიანი სულისკვეთებისთვის, იმისკენ, რომ დროებით გადავდოთ განსხვავებები და მოვახერხოთ, რომ სახელმწიფო გამოვტაცოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც 31 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნების სრულიად საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, მიიტაცეს ეს ქვეყანა და აგრძელებენ საქართველოში დემოკრატიის დამარცხებას,"-აცხადებს ბუაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42