ევექსი ჰოსპიტლებმა აჭარაში ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლთა რაოდენობა გაზარდა
საზოგადოება - 15:36, 07 Nov, 2020     1322

ევექსი ჰოსპიტლებმა აჭარის რეგიონში კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლთა რაოდენობა გაზარდა და დღეის მდგომარეობით მას ქობულეთსა და ბათუმში უკვე 178 პაციენტის მიღება შეუძლია.

ბათუმში ინფიცირებული პაციენტების მართვაში 108 საწოლით ორი მძლავრი ჰოსპიტალი ჩაერთო. დღეიდან ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი მოზრდილ კოვიდ დადებით პაციენტებს, ხოლო იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი პედიატრიული ასაკის ინფიცირებულებს და მათ თავმდგმურებს მოემსახურება.

ორივე ჰოსპიტალი ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, შესაბამისად აღნიშნული სამედიცინო ცენტრები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა - პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით განაგრძობს.

ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხო ტრიაჟისთვის სამედიცინო ცენტრებში გამოიყო დამოუკიდებელი შესასვლელები, მოეწყო იზოლირებული საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები. ჰოსპიტლებში ინფიცირებულთა მკურნალობაში COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადებული მედპერსონალი ჩაერთო. საჭიროების შემთხვევაში კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის ჰოსპიტლებში ჩატარდება გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებები როგორც მოზრდილებში, ასევე პედიატრიული და ნეონატოლოგიური მიმართულებით.

ევექსი ჰოსპიტლების მიერ 70 საწოლზე გაშლილი ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე თვეზე მეტია ჩართულია კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, სადაც წარმატებით იმართა და ბინაზე გაეწერა 200 პაციენტი.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ საწოლფონდის გამოყოფის რიგით მე-7 ეტაპი. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჰოსპიტალური ქსელი 871 საწოლით არის ჩართული.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42