საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1800 საჩივარი შევიდა - ცესკო
პოლიტიკა - 14:46, 07 Nov, 2020     918

ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1800 საჩივარი შევიდა. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები - საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მუშავდება და შემდგომში იქნება წარმოდგენილი.

შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან, განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთხვევაში. მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა.

ამასთან გაცნობებთ, რომ პარლამენტის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბიულეტენების 3.27% ბათილად იქნა ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4.15% მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.24%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.04%-ით.

რაც შეეხება ინფორმაციას შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიებმა სულ გადაითვალეს 19 საარჩევნო უბნის შედეგი. უმეტეს შემთხვევაში, საარჩევნო უბნების შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი, საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით, დაზუსტდა და შეიცვალა.

მნიშვნელოვანია, რომ №27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო, რაც, წინასწარი მონაცემებით, იწვევს ამ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურს.

დათვლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18 გადასატანი ყუთი დალუქულ მდგომარეობაში შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან, 8 გადასატანი ყუთის მონაცემი დაემატა საარჩევნო უბნის შედეგებს (პროპორციული და მაჟორიტარული). 1 გადასატანი ყუთის მონაცემი საარჩევნო უბნის შედეგებს ნაწილობრივ (პროპორციული) დაემატა, ხოლო მაჟორიტარული წესით გაბათილდა. 9 გადასატანი ყუთი სრულად გაბათილდა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის განახლებასთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება დეტალური ინფორმაცია" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42