ბადრი ჯაფარიძე: "ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს მოსული ადამიანების ოდენობას"
პოლიტიკა - 20:30, 06 Nov, 2020     1093

"ლელოს" გენერალური მდივანი და პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა რა ტიპის დარღვევებზე და რა რაოდენობის დარღვევებზე ვსაუბრობთ.

მისივე თქმით, დარღვევები იმ დონისაა, რომელიც კონკრეტულ უბნებზე პირდაპირ იძლევა შედეგების გაუქმების საფუძველს.


"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ ცესკოს მხრიდან ამ ფაქტებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღევანდელი სასამართლოს მიმართ მოლოდინი ვერ იქნება დადებითი. ვიცით, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული. ჩვენი ამოცანა რჩება, პირველი რიგის ამოცანად, რომ მოხდეს სასამართლოს დეპოლიტიზაცია და განთავისუფლება. ეს იყო ჩვენი წინა საარჩევნო პროგრამაც, რომლის განხორციელებაც გვსურს. ვმუშაობთ და ვიბრძვით იმისათვის, რომ დღეს ჩვენი ამომრჩევლების ხმები არ დაგვეკარგოს და ჩვენ შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გავეცით წინა საარჩევნო პერიოდში,"- განაცხადა ჯაფარიძემ.


პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, პარტიამ წარადგინა ოქმები იმის დასადასტურებლად, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

"შემაჯამებელ ხმებში ბიულეტენების რაოდენობა ჭარბობს ამომრჩეველთა რაოდენობას. კვლევის გარეშეც ნათელია, რომ საქმე გვქონდა სამწუხაროდ, მასობრივ გაყალბებასთან. "ლელოს" და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული საჩივრები უნდა იყოს გამჭვირვალედ შესწავლილი და პროცესში ჩავრთოთ თანამეგობრობა. მოსახლეობას და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა რა ტიპის დარღვევებზე და რა რაოდენობის დარღვევებზე ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში იგნორირება ამ საჩივრების და დარღვევების არსებობის ფაქტის იწვევს კრიზისის გაღრმავებას. ეს არია ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული დარღვევების მასშტაბზე მის ოდენობაზე და ხასიათზე," - აღნიშნა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42