მამუკა ხაზარაძე - "ლელო" და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი!
პოლიტიკა - 19:06, 06 Nov, 2020     1950

"ის, რაც შეძლო „ლელომ" ამ ერთი წლის განმავლობაში, იყო უპრეცედენტო"- ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განცხადა.

მისი თქმით, პარტია მოსახლეობასთან ერთად უმოკლეს დროში შექმნა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა ძალა იხმარა იმისთვის, რომ მათთვის ყველაზე ძლიერ ძალა, "ლელო" არ გაემარჯვა.

"დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა „ლელოს" არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში „ქართული ოცნების" მთავარი სამიზნე სწორედ „ლელო" იყო, რადგან მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს „ლელოსი" ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია იმიტომ, რომ "ლელო" ახალი, სუფთა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მქონე პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ არ ვმარცხდებით! "ლელოს" და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ! ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის,"-განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, ლელოელებმა, საქართველოს ათასობით გულანთებულმა მოქალაქემ, შევქმენით უკონკურენტო გუნდი, დაკომპლექტებული ახალი თაობის პოლიტიკოსებით, რომლებმაც საკუთარი ძალებით და თავდაუზოგავი შრომით მიაღწიეს წარმატებას თავიანთ პროფესიებში.

"იმ პროფესიონალებმა, რომლითაც დაკომპლექტებულია ჩვენი გუნდი და რომლებმაც თავიანთი ცოდნა და ენერგია, სამშობლოს სამსახურისკენ მიმართეს არის უპრეცედენტო. ჩვენ ერთად მოვახდინეთ ძლიერ ლიდერთა გუნდის ფორმირება, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ ჭაობიდან ამოყვანაა. ერთ წელიწადში "ლელომ" თქვენთან ერთად შეძლო სრულყოფილი პარტიული სტრუქტურის მოწყობა, სტრუქტურისა, რომელსაც პარტიები ათწლეულები აშენებენ. დღეს "ლელოს" მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 რეგიონული ორგანიზაცია აქვს, "ლელო" არის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, რაიონულ ცენტრსა თუ სოფელში - "ლელო" თქვენს გვერდითაა, საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით,"-აღნიშნა ხაზარაძემ და იქვე განმარტა, რომ - ლელოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად შექმნეს „მარშალის გეგმა - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა" - ქვეყნის შეუქცევადი განვითარების გზამკვლევი. ახალმა „მარშალის გეგმამ" არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც უმნიშვნელოვანესი პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, როგორც ყველაზე სრულყოფილმა და ძლიერმა პარტიის პროგრამულმა დოკუმენტმა. ჩვენ - "ლელო" ვართ ძალა, რომელმაც ვიცით საქმის კეთება! გვიყვარს სამშობლო და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად! ეს ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება, ეს ბრძოლა არ დასრულდება, სანამ საქართველოში არ გაიმარჯვებს დემოკრატია! დღეს ეს ბრძოლის ხაზი თქვენს, ჩემს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმების დაცვაზე გადის. ჩვენ თუ ამ ბრძოლას დავთმობთ, ჩვენ თუ უკან დავიხევთ, ჩვენ თუ დავნებდებით, დამარცხდებიან ჩვენი შვილები. "ლელო" და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42