ეს სისულელის ნიაღვარი მდინარაძისგან ან ნებისმიერი სხვა კლოუნისგან აზრზს მოკლებულია - ბოკერია
პოლიტიკა - 17:53, 06 Nov, 2020     1092

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომ 19-მდე უბნის გადათვლის შედეგად, არანაირი გაყალბების კვალი და მმართველი პარტიის სასარგებლო დარღვევა არ გამოვლინდა და გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები.

ბოკერიას თქმით, მაშინ როდესაც პროპორციული ბიულეტენების მესამედსა და მაჟორიტარული ბიულეტენების ნახევარში არის დისბალანსი, მდინარაძისგან ეს სისულელის ნიაღვარი აზრს მოკლებულია.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მანიპულაციებითა და მეთოდებით ქართულმა ოცნებამ მოახდინა საზოგადოების ნების აშკარა გაყალბება.

„როცა მესამედში პროპორციული ბიულეტენების და მაჟორიტარულის თითქმის ნახევარში არის დისბალანსი და ამ ტიპის დისბალანსი, რომელიც ყველამ ნახა, არა რაიმე არაოფიციალურ გვერდზე, არამედ ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა, საერთოდ მთელი ეს ნიაღვარი სისულელის მდინარაძისგან ან ნებისმიერი სხვა კლოუნისგან აზრზს მოკლებულია საერთოდ.

რაც შეეხება გადათვლას, სადაც თვითონ შეარჩევენ და გადათვლიან რამდენ უბანშია, ეს კი არა არის ტესტი, ტესტია ის, რომ სადაც რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ჯგუფები ან ოპოზიცია ითხოვს გადათვლას, იქ რომ საერთოდ არც იხილავენ საჩივრებს, რაც ვნახეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში.

სურათი არის ძალიან მკაფიო და ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და ამის შემოქმედი არის ივანიშვილის მთავრობა, ივანშვილის სუს-ი და ივანიშვილის საარჩევნო კომისიები, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით საარჩევნო დღეს და ღამეს ოპერაცია ჩაატარეს და ივანიშვილის, ე.წ ბიძინას კარუსლებეს რასაც ეძახიან გაკონტროლების, ხმის ყიდვის, დაშინების და ჩაყრის ინსტუმენტების გამოყენებით.

ამ მეთოდებით მოხდა ჩვენი საზოგადოების ნების აშკარა გაყალბება, ივანიშვილმა ვერ მოიპოვა მანდატი ჩვენი ხალხის, ამიტომაა ეს შედეგი რაც ცესკოს უდევს არალეგიტიმური.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42