"მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ნუ აწერენ ხელს, უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩამოაყალიბა" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:59, 06 Nov, 2020     852

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მმართველი გუნდის მხრიდან შედეგების გაყალბებით გამოწვეული ოპოზიციის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და მათი მოთხოვნა შესრულებამდე ძალაში დარჩება. ვაშაძე მხარდამჭერებს პროტესტის გამოხატვის მიზნით, 8 ნოემბერს 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იწვევს, ხოლო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს კი მოუწოდებს თანამდებობები დატოვონ და უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ჩამოაყალიბა.

„ჩვენი მხრიდან პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება! პირველ რიგში ყველას მინდა მოვუწოდო, თითოეულ მოქალაქეს გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ყველანი შევიკრიბოთ რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის წინ და ერთად გამოვხატოთ პროტესტი მოპარული ხმების გამო. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია ფაქტობრივად, სარჩელებს არა თუ არ აკმაყოფილებს, არცერთი სარჩელი არც კი, განუხილავს. ისინი გადაწყვეტილებებს არ გვაძლევენ იმ მიზნით, რომ ვერ მოხერხდეს აღნიშნული სარჩელების დროულად გასაჩივრება სასამართლოში. ჩვენ სამართლებრივ პროცედურებს მაინც მივყვებით, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ჩვენ ამ გაყალბებულ შედეგებს არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით და გავაგრძელებთ პროტესტს. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კი, მოვუწოდებ, დაწერონ განცხადება, დატოვონ საკუთარი თანამდებობები და ნუ აწერენ ხელს, უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ჩამოაყალიბა, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, „ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42