არაადეკვატურმა და პანიკაში მყოფმა ხელისუფლებამ, ჯობია, მალე აღიაროს დამარცხება - შაშკინი ოცნების მორიგ ბრალდებაზე
პოლიტიკა - 16:10, 06 Nov, 2020     1021
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი წულუკიანის ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ცესკო-დან წამოსულ თანამშრომელს შაშკინის მიერ ჩანერგილი უწოდა. დიმიტრი შაშკინის თქმით, ხელისუფლება აგონიაშია, რადგან არჩევნების უხმაუროდ გაყალბება ვერ შეძლო, რაც შეეხება „ჩანერგვას, მისი განცხადებით, ამაზე საუბარიც კი სასაცილოა:

„აგონიაში ჩავარდნენ - ჯერ არჩევნები წააგეს, შემდეგ გააყალბეს და ახლა იმიტომ ჩავარდნენ სრულ აგონიაში, რომ ამის ჩუმად გაკეთება ვერ შეძლეს. მე ჩემი თავი კი ძალიან მიყვარს, მაგრამ მართლა სასაცილო არის ჩანერგვაზე საუბარი და ა.შ. ჯობია, რომ ამ ხელისუფლებამ დროზე აღიაროს დამარცხება, ჯობია, რომ თვითონ წავიდეს და ხალხს დაუბრუნოს არჩევნები, დაუბრუნოს ქვეყანა, რადგან ეს საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, წულუკიანს და ა.შ.

მაინტერესებს, ჩანერგვა რაში მდგომარეობდა, რომ როდესაც აყალბებდნენ არჩევნებს, მაშინ გამოსულიყო? ეგ იყო ჩანერგვის ამოცანა? მართლა არაადეკვატური და აბსოლუტურად პანიკაში მყოფი ხალხი არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი არის ახლა სახელმწიფო სტრუქტურაში, რომელიც იზიარებს ივანე ბურდულის პოზიციას და ჩვენ ბევრ სხვას ვნახავთ ამ უახლოეს დღეებში“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

შეგახსენებთ, რომ ივანე ბურდულმა, რომელიც ცესკო-ში საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოსტს იკავებდა, თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ცესკო-ს მიერ არჩევნების გაყალბებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42