"ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ხარ, პრაქტიკულად, და გაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან - Facebook-ში უკვე ვრცელდება, მათ შორის, შაშკინმა ამ არჩევნებზე ბევრი აიღო თავის თავზე და შაშკინთან მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აქ შეიძლება, რბილად რომ ვთქვათ, სუბიექტური ინტერესებით იყოს გამოწვეული და, ეს, ბუნებრივია, ასეც არის.
არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან ახლო ურთიერთობაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან და, შეიძლება, მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ასეთი ფონის შესაქმნელად იგივე ქმედება გაიმეორონ. შეიძლება, ბევრი არ იყოს ასეთი, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაც მათ ილუზიას უჩენს, რომ ჩამოიშალა ქვეყანა. ეს ასე არ არის. საქართველოში არაფერი არ იმალება, ვნახე რამდენიმე წუთის წინ ფოტოები მისი და დიმიტრი შაშკინის. როგორც ჩანს, ეს ადმაიანი მისი პროტეჟე იყო, მეგობრეობენ და ბუნებრივია მისი საქციელი" - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბურდულის მხრიდან ცესკო-ს დატოვებას „ქართული ოცნების“ სახე თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი დაწერა:
„მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ!
ჩანერგილის ისტორიიდან“.

მასალის გამოყენების პირობები






