ანგარიშები, რომლებიც "ოცნებაზე" მუშაობდნენ - Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსისა" და PosTV-ის ყალბი გვერდები წაშალა
პოლიტიკა - 14:14, 06 Nov, 2020     1721
სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამო ანგარიშების წაშლის შესახებ დეტალური ინფორმაცია წერია. ანგარიშები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იყო შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში წაშლილი ანგარიშებიდან ერთი საინფორმაციო საიტის ალტ-ინფოს ფეისბუკ-ფეიჯია, ორი კი პოლიტიკური გვერდია და ისინი „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ქართულ არჩევანს“ ეკუთვნოდა:

"ჩვენ წავშალეთ 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და ინსტაგრამის 19 ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო ალტ-ინფოსთან. ისინი მოქმედებდნენ საქართველოში და სამიზნეს ადგილობრივი მომხამარებლები წარმოადგენდნენ. ამჟამად ალტ-ინფო Facebook-ზე აკრძალულია. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ რეგიონში არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების გამოძიებისას. შეფასებისას გამოვიყენეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ანგარიშები.

ჩვენ ასევე წავშალეთ 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და ინსტაგრამის 21 ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო 2 ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან - „პატრიოტთა ალიანსთან“ და „ქართულ არჩევანთან“. ისინი საქართველოში მოქმედებდნენ და სამიზნეს ადგილობრივი აუდიტორია წარმოადგენდა. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ ISFED-ის და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების განხილვის შედეგად" - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, აღნიშნულ გვერდებს ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორია სწავლობდა.

DFRLab-ის კვლევებით დგინდება, რომ აწ უკვე წაშლილი გვერდების სამიზნე ქართული აუდიტორია იყო. ის მუშაობდა ქართული პოლიტიკით დაინტერესებულ სეგმენტზე და მისი სოციალური მედია-მენეჯერები Facebook-ის რამდენიმე ყალბ გვერდსა და ჯგუფს მართავდნენ და პროდასავლური ოპოზიციისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას ახდენდნენ.

"ანგარიშები მმართველი გუნდის, „ქართულ ოცნების“ სასაარგებლოდ და ცდილობდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას. ასევე იყო სტატიები, რომლებიც აღვივებდა ნეგატიურ განწყობას ირანელების მიმართ. დიდი ხანია, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მოქმედებს, როგორც „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია. არა ერთი ინდიკატორი, მათ შორის პარტიის მიერ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიმართ ერთნაირი მესიჯბოქსი, ადგილობრივ აქტორებს უჩენს ეჭვს ამ ორი პარტიის ფარულ ალიანსზე" - ნათქვამია კვლევაში.

პოსტების გასავრცელებლად ისინი იყენებდნენ Facebook-გვერდებს, რომლებიც შენიღბულები იყვნენ, როგორც ინტერნეტ პრესა და მედია. ავრცელებდნენ სიახლეებს Tinp.ge-დან, sportvideo.ge, footballs.ge, sportery.ge და blogsport.ge.

DFRLab-ის მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ დაქვემდებარებული გვერდები პროპაგანდას უწევდნენ სახელისუფლებო პარტიას. ცნობილია ისიც, რომ წაშლილ გვერდებს მჭიდრო კავშირი აქვთ პრო-სახელისუფლებო არხ PosTV-სთან - ასე, მაგალითად, Sportery.ge-ის მფლობელი, საიდანაც ქსელი აქტიურად აზიარებდა სიახლეებს, გიორგი ამაშუკელია, რომელიც ამავდროულად PosTV-ის სოციალური მედიის მარკეტინგის მენეჯერია.

"გიორგი ამაშუკელი იყო საჯარო ჯგუფის, Dailyinfo.ge-ის ადმინისტრატორი, რომელსაც თავდაპირველად "მილანის ქართველი ფანები" ერქვა და სახელი 6 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაერქვა" - წერია კვლევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42